|
2016-09-17 12:49:09, 1270 ნახვა
კომენტარი
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს იტალიის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოხატა იტალიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის კარლო აძელიო ჩამპის გარდაცვალების გამო: „თქვენო აღმატებულებავ, ღრმად დამამწუხრა იტალიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება კარლო აძელიო ჩამპის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მოგისამძიმროთ თქვენ, იტალიის მთავრობასა და იტალიელ ხალხს. მისი აღმატებულება, კარლო აძელიო ჩამპი ყველაზე გავლენიანი, უპარტიო პრეზიდენტი იყო, რომელიც ცდილობდა, გადაეფასებინა ეროვნული და ევროპული ფასეულობები და ამით საკუთარ ქვეყანას, ყველაზე რთულ დროს, გზა გაუხსნა ერთიანი ევროპული ვალუტისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ქვეყნის წინაშე მის დამსახურებას. მსურს, მოწიწებით გთხოვოთ გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და თანადგომა ბატონი კარლო აძელიო ჩამპის ოჯახს. უფალს შევთხოვთ, ნათელში ამყოფოს მისი სული“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)