|
2016-09-15 13:46:22, 1249 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატელევიზო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, საქართველოს ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ამასთან, ივანიშვილის თქმით, დღეს ქვეყანას ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება ჰყავს: "ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობები და ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ევროკავშირის ელჩი შემხვდა ბოლოს და საუბარი დაიწყო, გილოცავთ, როგორ მოახერხეთ, ასეთი სტაბილური ქვეყანა, ევროპელებსაც კი შურთ თქვენიო. 4 წელიწადში მართლაც რა საოცრება მოახერხა ქვეყანამ იმიტომ, რომ ხალხზე მზრუნავი ხელისუფლებაა დღეს, ასეთი პრემიერია კვირიკაშვილი. ასეთი გუნდია "ქართული ოცნება" და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ. თავისით არაფერი მომხდარა. თავისით ის ომიც არ მომხდარა და ამაში წვლილი საკუთრივ ხელისუფლებას აქვს.რუსეთს თავისი წვლილი და დნაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ და პირველ რიგში- ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)