|
2016-09-14 16:05:29, 1359 ნახვა
კომენტარი
გვარამია: "ქართული ოცნება" მანიაკალური ბოდვებით შეპყრობილი ივანიშვილის პროექტია
მე ვარ ადამიანი, ვისაც 3 წლის განმავლობაში უთვალთვალებენ, იღებენ, აშანტაჟებენ, უსმენენ, აქვეყნებენ, ოჯახის უსაფრთხოებით ემუქრებიან და დიახ 8 ოქტომბერი იქნება რეფერენდუმი, რიგითი ნიკა გვარამიას გადასარჩენად, - ამის შესახებ "რუსტავი 2" - ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნავს, 2016 წლის 8 ოქტომბრი არ იქნება უბრალოდ არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც ხმა უნდა მივცეთ, ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენას, თავისუფალი მედიის და "რუსთავი 2"-ის გადარჩენას და ვუთხრათ არა მოსმენებს. "8 ოქტემბერს ჩვენ უნდა ვუთხრათ არა, ყველაფრის ამის შემოქმედს, "ქართულ ოცნებას". წადით ამ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ნებისმიერი ნომერი, 41-ის გარდა. ეს ძალა საქართველოს ღუპავს და ამას აკეთებს განსაკუთრებული სისასტიკით, ცინიზმით და თავხედობით. რეფერენდუმი გადაარჩენს ადამიანებს, რომლებიც პოლიციის ავადმყოფური დავალებების გამო იღუპებიან. გავიხსენებ სამტრედიის ფაქტს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მანიაკალური ბოდვებით შეპყრობილი ადამიანის პროექტი, რომლის მთავარი სიამოვნება ამ ცხოვრებაში არის სხვა ადამიანების თვალთვალი. არ შეიძლება ასეთი ადამიანი მართავდეს ქვეყანას. 8 ოქტომბერს ის უნდა წავიდეს და ყველაფრისთვის გასამართლდეს. ყველა დანარჩენი არის მარიონეტი და შემსრულებელი, ისინი თვითონ არიან ამ მანიაკის მსხვერპლნი", - განაცხადა გვარამიამ.
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)