|
2016-09-14 12:37:10, 1142 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ელისაშვილს ურჩევს პროკურატურაში მივიდეს
პრემიერ-მინისტრი საკრებულოს დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს სთხოვს, თუ საფრთხის შესახებ ინფორმაცია აქვს, სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს. მისივე თქმით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მივიდეს სამართალდამცავ ორგანოებში და შესაბამისი განცხადება გააკეთოს. ”თუ ასეთი რამ არის, მას აქვს სრული უფლება და მე ვთხოვდი, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება. თუ იქნება რაიმე საშიშროება, რა თქმა უნდა, რეაგირებას გააკეთებენ სამართალდამცავი უწყებები. მას აქვს ამისი სრული უფლება, თუ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, ეს უნდა გააკეთოს. ჩვენ გვახსოვს წარსულში განცხადებები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და შემდეგ ასეთი რამ არ დადასტურდა. მე არ ვამბობ, რომ ეს იგივე შემთხვევაა, მაგრამ თუ არის ასეთი რამ, ყველას აქვს უფლება მივიდეს და ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა სეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ზეწოლის ფაქტებზე წერს. „მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ, - ამის შესახებ ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ახლობლები, ნაცნობ-უცნობები ურჩევენ, რომ ფრთხილად იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)