|
2016-09-10 18:10:28, 1205 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი საუბრობდა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ამ ზეწოლაზე მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი საუბრობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა, კახი კალაძემ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არც მოსამართლეებმა დაადასტურეს და დამტკიცდა, რომ გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ადგილი ქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებს. "ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ დამტკიცდა, ამას ამბობდა მხოლოდ პაპუაშვილი. მოსამართლეების მხრიდან არანაირი განცხადებები, მინიშნებები არ ყოფილა თვალთვალთან, ზეწოლასთან დაკავშირებით", - აღნიშნა კახი კალაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოზე კომენტირებისას, კალაძემ პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ორ ახალ მოსამართლეზეც - ირინე იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეზეც ისაუბრა. "მინდა, გულწრფელად ვუსურვო მათ წარმატებები ირინა იმერლიშვილი ჩვენი თანამებრძოლი იყო 2011 წლიდან და გულწრფელად ორივე მათგანს წარმატებებს ვუსურვებ", - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)