|
2016-09-10 13:21:38, 1186 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმე განსახილველად მიიღო
ნიკა გვარამიასგან „რუსთავი 2“-ის თემაზე გამარჯვების ყიჟინა ისმოდა. ძალიან კარგი, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი მიიღო - შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს, საქმე არა მესამე, არამედ პირველივე ინსტანციაში დამთავრდებოდა. „ნიკა გვარამიასგან „რუსთავი 2“-ის თემაზე გამარჯვების ყიჟინა ისმოდა. ძალიან კარგი, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი მიიღო - შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. უზენაესი სასამართლო საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებაზე გამარჯვების ყიჟინა არ მესმის, პირიქით, რომ არა ეს ხელისუფლება, ზუსტად ისეთივე რეჟიმი იქნებოდა, როგორც ნიკა გვარამიას პროკურორობის პერიოდში იყო. მესამე ინსტანციაში კიარა, ხელისუფლება საკითხს პირველივე ინსტანციაში დაამთავრდება. ხელისფლება ამ საკითხში არ ერევა და პოზიტიურია, რომ თემა უზენაესი სასამართლოში განიხილება“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)