17:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:06:11, 816 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: კახა ოქრიაშვილისგან ძალიან საინტერესო პოლიტიკური რჩევები მიმიღია

კახა ოქრიაშვილს რამდენჯერმე შევხვდი და მისგან ძალიან საინტერესო პოლიტიკური რჩევები მიმიღია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების ”ქართულ ოცნებაში” გამოჩენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები არც სააკაშვილს და არც ”ქართულ ოცნებას” არ შეუქმნია.

”ეს ხალხი არც სააკაშვილს და არც ჩვენ არ შეგვიქმნია. ეს ადამიანები არიან წარმატებულები. ოქრიაშვილი ძალიან ნიჭიერი კაცია. რამდენჯერმე შევხვდი და მისგან ძალიან საინტერესო პოლიტიკური რჩევები მიმიღია, ასეთივეა ჩოჩელი. ეს ხალხი არიან ის წარმატებული ადამიანები, რომლებმაც თავისი ნიჭიერებით შექმნეს წარმატება და არა პარტიის დახმარებით. მათ როგორც კი მიეცათ საშუალება, მოძალადე ხელისუფლებას, ანუ ყოფილს ჩამოშორდნენ და დადგნენ სწორ ადგილზე”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics