2016-09-08 11:47:51, 819 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: დღეს მეტი ნატოა საქართველოში და ეს ყველას გვახარებს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო-ს წევრი ყველა სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
მანვე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„დღეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტი ნატოა საქართველოში და ეს ყველას გვახარებს. მოვისმინეთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი სიტყვა ნატო-ს აბსოლუტურად ყველა წევრისგან, ყველა ერთხმად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დემოკრატიას, რომელსაც ქვეყანამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მიაღწია და იმ პროგრესს, რომელიც ასახულია შესაბამის ყველა ანგარიშში. ამიტომ, ნატო მოელის არჩევნების შემდგომ კვლავაც ამ პროგრესის გაგრძელებას“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან