00:07 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 18:06:40, 602 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩ ელიტა გაველესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას  შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო  განმტკიცებისთვის და  წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის  ისტორიულად არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაესვა  ლატვიის აქტიურ  მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.   აღინიშნა  ბოლო წლების განმავლობაში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, მზარდი სავაჭრო-ეკონომიკურ ბრუნვა, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურება და რეგიონებს შორის კავშირების გააქტიურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics