22:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 13:42:59, 675 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: გუშინდელ დღემდე ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვლა

„გუშინდელ დღემდე ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვლა და დღეიდან მოვალეობები უნდა გადავაბარო“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ის გუშინ პრემიერ-მინისტრს შეხვდა და საუბარი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაზე ჰქონდათ.

„გუშინ პრემიერს შევხვდი. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ოცნებას“ ურჩევნია, რომ მინისტრები თავიანთი პარტიიდან იყვნენ გამოკვეთილები. მე არ მჭირდება არგუმენტები, სამმა პრემიერმა მიმიწვია მთავარობაში და დიდ მადლობას ვუხდი მათ.  ჩემს მოვალეობებს დღეიდან გადავაბარებ და მოადგილეს მიმდინარე საქმეებს დავუტოვებ“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ჰქონდა თუ არა ინფორმაცია გიგლა აგულაშვილის  გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მინისტრმა პარტია დატოვა და მთავრობაში დარჩა, ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგო.

„მეგონა, რომ ევროპული სტანდარტი ბოლომდე გაგრძელდებოდა . ვფიქრობდი,  რომ ბოლომდე ერთად ვიქნებოდით, ამასთან არჩევნებში მონაწილეობა დაგეგმილი არ მქონდა. ამჟამად ვფიქრობ და ვნახოთ როგორ იქნება“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრისგან პოსტზე დარჩენის არანაირი შეთავაზება არ მიუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics