|
2016-06-30 11:23:51, 582 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდეს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ქვეყნის პირველი პირის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს და იმ თემებზე საუბრობს, რაზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ოფიციალურ შეხვედრებზე გაამახვილებს ყურადღებას. აბაშიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპულ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდეს. "დღეს, როდესაც ევროპა გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმი, ამ დროს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ დღის წესრიგში უფრო მეტად გააქტიურდეს საქართველოს საკითხი. ცხადია, შეხვედრებზე კანცლერთან, პრეზიდენტთან და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მჭიდრო ინტეგრაციაზე ევროპაში, ამ კუთხით ევროპის კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერის მოპოვებაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ამ თვალსაზრისით გერმანიის მხარდაჭრის მნიშვნელობაზე და ამავდორულად მოახლოებულ ნატოს სამიტზე ვარშავაში, სადაც ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მხარდაჭერას და საქართველოს როლის ხაზგასმას ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)