|
2016-05-10 15:12:40, 811 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის აეროდრომზე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ დასაწყებად ემზადებიან
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ დასაწყებად ემზადებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მომზადების პროცესში ჩართულია ქართულ-ამერიკულ წვრთნებში მონაწილე ამერიკული M1A 2 ტიპის ტანკები „ABRAMS“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „M2 BRADLEY“, ასევე , ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2. მათივე ინფორმაციით, ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ დაწყებისთვის მზადების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. როგორც გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, სწავლების დაწყებისთვის მოწმდება ადგილმდებარეობა და სწავლების დაწყებისთვის მიმდინარეობს მზადება. „მიმდინარეობს სწავლების დაწყებისთვის მზადება. მოწმდება ადგილმდებარეობა, ტექნიკის გამოყვანა, მონახაზების შემუშავება, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მიმდინარეობს ადგილმდებარეობის დამატებითი რეკოგნოსცირება. სწავლებაში მონაწილე ყველა მხარის დაინტერესება მაღალია, ენთუზიაზმი ძალიან მაღალია და იმედია, წარმატებით ჩაივლის ეს სწავლება“,- განაცხადა კაპანაძემ. დღესვე სწავლებისთვის მოსამზადებელი ღონისძიებების ფარგლებში ამერიკელმა სამხედროებმა C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავიდან პარაშუტით დესანტის გადმოსხმის ოპერაციაც განახორციელეს. შემოწმდა სამხედროების აღჭურვილობა და მზადყოფნა. ცნობისთვის, ქართულ-ამერიკული სწავლება, ოფიციალურად, 11 მაისს გაიხსნება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და კონკრეტულად იმ ასეულს, რომელიც შეუერთდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. ასევე, გაზრდის ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობას. სამხედრო სწავლება აძლიერებს საქართველოს და შეერთებული შტატების, საქართველოს და ბრიტანეთის, ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თუ რეგიონული პარტნიორების ურთიერთთავსებადობას. ამ სწავლებით იზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ძლიერდება რეგიონის უსაფრთხოება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)