|
2016-05-02 12:46:00, 824 ნახვა
სამხედრო
დაღუპული სამხედროების პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროში მემორიალი გაიხსნა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის სამინისტროს ეზოში მემორიალი გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ გახსნეს. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დაღუპული სამხედროების ხსოვნას. თავდაცვის მინისტრმა გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების წვლილზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის უწყების ეზოში მემორიალის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ბრიგადებში იყოს იმ ადამიანების მემორიალი, რომელთა გმირობის ამბავი, ქვევა, ცხოვრება მუდმივად უნდა გვახსოვდეს. სწორედ ამ ბიჭების დამსახურებაა, რომ დღეს შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია, როგორც დღეს არის. ამ ბიჭების და იმ მორალური მაგალითების დამსახურებაა, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები თავს ამაყად გრძნობენ. ეს მემორიალი ორმაგი დანიშნულების იქნება. ერთი - როგორც მუდმივი ხსოვნა და შეხსენება მათი საგმირო ცხოვრების. მეორეს მხრივ, გვინდა, რომ ყველა ჩვენი უცხოელი სტუმარი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხშირად გვყავს, მუდმივად მიაგებდეს პატივს ამ ბიჭების ხსოვნას და მათ გმირობას. ამიტომ, მათთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის სათქმელადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს მემორიალი, რომელსაც ყოველდღიურად, მუდმივად გავუვლით და გაგვახსენდება, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე ჩვენამდე დადიოდა ის ხალხი, რომლის დამსახურებაცაა ქვეყნის სიძლიერე და დამოუკიდებლობა,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. მემორიალის გახსნას დაესწრნენ ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე კობა კობალაძე. ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შესრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)