|
2016-04-28 20:12:48, 895 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გერმანიაში ვიზიტით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მრგვალი მაგიდა წამყვანი გერმანული გამოცემების ჟურნალისტებთან „ბერლინის პრესკლუბის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტები სტატიებს სხვადასხვა გაზეთებსა და ინტერნეტგამოცემებში აქვეყნებენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან საუბრისას ჟურნალისტები, ძირითადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობით და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით დაინტერესდნენ. მათი კითხვები ასევე ეხებოდა საქართველოს მონაწილეობას ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში, სადაც ქართველი სამხედროები მისიას გერმანულ ქვედანაყოფთან ერთად ასრულებენ. „ბერლინის პრესკლუბში“ შეხვედრამდე თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუ გერმანული გაზეთის “Frankfurter Allgemeine Zeitung“-ის ჟურნალისტმა ფრიდრიხ შმიდტთმა ჩაწერა. გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრესტურის ფარგლებში მიიღებენ. ჟურნალისტები ქვეყანას 1 მაისს ესტუმრებიან და 5 მაისამდე დარჩებიან. პრესტურის ორგანიზატორი ევროპელი ჟურნალისტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ბერლინის პრესკლუბის“ ფინანსური ხელმძღვანელი კონრად ფრაიტაგია. მასთან ერთად საქართველოს მედიის 15-მდე წარმომადგენელი ეწვევა, მათ შორის არიან Bild-ის ჟურნალისტი ერნსტ ელიტცი, პოპულარული ყოველთვიური პოლიტიკური ჟურნალის „ციცეროს“ მთავარი რედაქტორი ალექსანდერ მარგულერი, WDR-ის რადიო ჟურნალისტი ტომას ნილსი და Deutsche Welle-ს ჟურნალისტი ფოლკერ ვიტიგი. პრესტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებსაც ესტუმრებიან და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო თემებზე კიდევ ერთხელ ესაუბრონ თავდაცვის მინისტრს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. თინათინ ხიდაშელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო და გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)