|
2016-04-26 15:59:48, 878 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ”მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ჩაანაცვლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ქაბულში, ცენტრალური სარდლობის ბაზაზე გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლის პირველი მოადგილე, ბრიტანელი გენერალ-ლეიტენანტი სენდი სთორი, შტაბის უფროსი, გერმანელი გენერალ-ლეიტენანტი ფრანკ ლაიდენბერგერი, ცენტრალური სარდლობის ბაზის მეთაური, ამერიკელი პოლკოვნიკი ალექს ფინკი. ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და მისიის მთავარი სერჟანტი ლევან ჯავახიშვილი. ღონისძიება საქართველოსა და ნატოს ჰიმნებით დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. 23-ე ბატალიონის „ალფა" ასეულის ხუთი სამხედრო მოსამსახურე მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრანკ ლაიდენბერგერმა კოინებით დააჯილდოვა. ცენტრალური სარდლობის სახელით ასეულს სამახსოვრო ჯილდოც გადაეცა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ცენტრალური სარდლობის ბაზაზე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიით დაკისრებულ ამოცანებს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა. ქვედანაყოფის უმთავრესი ფუნქცია დისლოკაციის ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)