|
2016-04-18 14:48:43, 859 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში სამეთაურო-საშტაბო სწავლება დაიწყო
ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „INFO 2016“ დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლების გახსნა მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და მათ წვრთნების მნიშვნელობაზე ესაუბრა. უწყების ინფორმაციით, „INFO 2016" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2016-ის" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. „INFO 2016" გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის საინფორმაციო ოპერაციების განყოფილების ინიციატივით წელს მეორედ იმართება და კრიზისულ და საომარ ვითარებაში საინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებული სამსახურების კოორდინაციას ისახავს მიზნად. ხუთდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეები კრიზისული ვითარების დროს საინფორმაციო მოქმედებებს დაგეგმავენ და განახორციელებენ. წვრთნების მიზანი თავდაცვითი ამოცანების შესრულების დროს საინფორმაციო ოპერაციების წარმართვა და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის დახვეწაა. სწავლებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელიც სიმულაციური ოპერაციებისას ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ღონისძიების მონაწილეები ასევე არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)