|
2016-04-13 16:41:05, 924 ნახვა
სამხედრო
II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ბრიგადის დროშა ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. დროშის გადაბარების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ სარდლობის სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. „მინდა მივულოცო მეორე ქვეითი ბრიგადის ახლად დანიშნულ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ბლიაძეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლო თანამდებობა. მე მას ვიცნობ მისი ჯარისკაცობის პერიოდიდან. ერთად მოგვიწია საბრძოლო მოქმედებებში ყოფნამ, ერთად მოგვიწია სამხედრო სამსახური, ჩემს დაქვემდებარებაშიც იყო და, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო იყო ვისთანაც მქონია ურთიერთობა. რაც შეეხება დღევანდელ ცერემონიალს, ეს არის უდიდესი ღირსების მატარებელი ღონისძიება, რადგან დროშასთან ერთად მეთაური იბარებს ღირსებას, იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ წარმატებით გაართმევს თავს ბრიგადის წინაშე დასმულ ყველა ამოცანას, ასევე გააგრძელებს იმ ტრადიციებს, რომელიც ბრიგადას გააჩნია“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ ძირითადი სამხედრო განათლება გერმანიაში მიიღო, სადაც ოცმეთაურის, ასმეთაურის და ბატალიონის მეთაურის კურსები გაიარა. ასევე დამთავრებული აქვს თურქეთის ომის კოლეჯი.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)