20:16 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-09 18:33:44, 262 ნახვა

სამართალი
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. შემთხვევა 30 აპრილს მოხდა. 

პროკურატურა ორივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი იქნა ავტო რბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, მათგან ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი  მოსამართლის  განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერს უწყება. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics