|
2016-04-05 17:49:37, 784 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს ტედ ვაითსაიდს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ. შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის სტრატეგიული კომუნიკაციები წარმოადგენდა. სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე ტედ ვაითსაიდი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში. ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს. მის მუშაობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე მოწვეული ექსპერტები და მკვლევარები.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)