|
2016-04-04 15:25:57, 1000 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ განცხადება დღეს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და ნატოს სტრატეგიული ცენტრის დირექტორმა იანის სარტსმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მხარეებმა თავდაცვის უწყებასა და ნატოს ცენტრს შორის სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნატოს ვარშავის სამიტის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტური როლი იყო. საუბარი შეეხო ასევე, რუსეთის მიერ საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საინფორმაციო ომს. როგორც შოთა ღვინერიამ აღნიშნა, ვარშავის სამიტისთვის მზადების კონტექსტში სამ ძირითად მიმართულებაზე მიდის მუშაობა - როგორ გაძლიერდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად; ახალი გზების გამონახვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულება. „სამივე მიმართულებაზე ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ძალიან მკაფიო დავალება გასცა დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტრების დროს, რომ უნდა მოხერხდეს კონკრეტული სამუშაო გეგმების დადება და განხორციელება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ნატოს და საქართველოს მიერ ერთობლივი ღონისძიებების გატარება იმ ანტიდასავლური პროპაგანდის და საინფორმაციო ომის წინააღმდეგ, რომელსაც რუსული რბილი ძალა ახორციელებს დღეს საქართველოში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა. დაგეგმილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრში ქართველი სახელმწიფო მოხელისთვის გამოყოფილი იქნება ადგილი, რომელიც ნატო-საქართველოს შორის სტრატეგიულ კომუნიკაციებში ურთიერთობებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)