17:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 08:58:32, 1303 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილმა სომხეთს „ევროპული არჩევანი“ მიულოცა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სომხეთის მმართველი პარტიის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური ძალის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის მონაცემებს უპასუხა.

მისი თქმით, სომხეთმა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი აირჩია.

„გულწრფელად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს! დღეს სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ეს ისტორიული არჩევანი აძლიერებს დემოკრატიას და ადასტურებს ჩვენი რეგიონის ადგილს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ!“ - წერს ზურაბიაშვილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის თანახმად, მმართველი პარტია საპარლამენტო რბოლაში 56.7%-ით ლიდერობს.

მას მოსდევს ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 17.5%-ით.

მედია საშუალებები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აზერბაიჯანი მოითხოვს სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებებს, რომელიც შეიცავს მითითებას „მთიან ყარაბაღთან გაერთიანების“ შესახებ.

ამას რეფერენდუმი სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ სომხეთის პარლამენტის ორი მესამედის თანხმობით არის შესაძლებელი. მთავარი ოპოზიციური ძალები ამას ეწინააღმდეგებიან.

აღსანიშნავია, რომ 7 ივნისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სომხეთში ოფიციალური ეგზიტპოლი არ ჩატარებულა.

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა - ორი ბლოკი და 16 პარტია. ხმის მიცემის უფლება სულ 2,485,851 სომხეთის მოქალაქეს ჰქონდა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო პროპორციული სისტემით აირჩევა. საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო ბლოკებისთვის - 8%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics