18:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 19:13:40, 3256 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე წლის მარტიდან, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში/ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა.

როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, ლეონიძის ქუჩის #3-ში, სადაც საგარეო უწყება 2023 წელს გადავიდა, მხოლოდ საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტები დარჩა.

ინფორმაცია BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმაც დაუდასტურა, მაგრამ საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც თავად ავლაბრის რეზიდენციიდან მუშაობს, საკითხს მეორე დღეა არკვევს.

აღსანიშნავია, რომ 27 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო.

ცნობისთვის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 225 მლნ ლარია. თანამშრომელთა რიცხოვნობა - 738. შრომის ანაზღაურებისთვის კი 22 მლნ ლარია გათვალისწინებული.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უფუნქციოდ დარჩა. "პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ხალხის საკუთრება უნდა გახდეს", - ამბობდა გიორგი მარგველაშვილი 2013 წელს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. არჩევის შემდეგ, მეოთხე პრეზიდენტს, გარკვეული პერიოდი, კაბინეტი მთავრობის ადმინისტრაციაში ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობა დაეძაბა, ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა. 

2019 წელს, "ქართული ოცნების" მთავრობამ აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განსაზღვრა - სახელმწიფო ცერემონიების სასახლე და პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა, მათ შორის - ამბასადორიალები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics