14:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-10 22:16:22, 5918 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხვალ სამების ტაძარში დაგეგმილ საეკლესიო კრებაზე დაახლოებით 1 200-მდე დელეგატი იქნება წარმოდგენილი, მისივე ინფორმაციით, კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები.

ასევე, ჯაღმაიძის თქმით, კრებაზე სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც.

ამასთან, როგორც ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალვე გახდება ცნობილი, ვინ იქნება პატრიარქი და მას მეუფე ანანია გამოაცხადებს, რადგან სწორედ ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე.

„ხვალ ბიულეტენებზე იქნება შემოსახაზი. კანდიდატის სახელი იქნება დაბეჭდილი ბიულეტენზე და ამომრჩეველი შემოხაზავს, შემდეგ ეს ბიულეტენი ჩაიდება კონვერტში და მოთავსდება საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე იქნება განთავსებული. 28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტიც. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში. ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი გამოცხადდება ხვალვე. მას გამოაცხადებს მეუფე ანანია, ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics