|
2026-06-30 14:28:28, 698 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
თბილისის მერი კახა კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს. "არ გამოვრიცხავ. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები. თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია. მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეი, დაკრძალვის ცერემონიაზე მიიწვიეს. ინფორმაციას ირანულ მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, 9 ივლისს თეირანში ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეული არიან საქართველოს, თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. ირანის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უცხო ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები პარასკევს თეირანში ჩავლენ, სადაც ირანელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ. ამ დროისთვის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია, დაესწრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)