|
2016-04-01 16:51:32, 883 ნახვა
სამხედრო
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი შემადგენლობა როტაციით მიემგზავრება
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი შემადგენლობა როტაციით მიემგზავრება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აფრიკის კონტინენტზე გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო. თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. „ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ მისიაში ყოფნას. ამჟამად, საქართველო ხუთი ოფიცრითაა წარმოდგენილი. აპრილის შუა რიცხვებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მორიგი როტაცია იქნება. ამ ბიჭების გამგზავრების შემდეგ მოხდება, სწორედ, საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებაც. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად დაუბრუნდებიან საკუთარ სამშობლოს. ისინი სულ რამდენიმე თვით მიდიან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღარ არის რთული მისია. რისკები მინიმალურია. ვფიქრობ, მისია წარმატებული იქნება,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტი ხუთკაციანი შემადგენლობით რამდენიმე დღეში გაემგზავრება. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ევროკავშირის მრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სწრაფი რეაგირება იქნება. ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივლისის ჩათვლით, მისიის დასრულების ბოლომდე დარჩებიან. მრჩეველთა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ გაამახვილა ყურადღება. „დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ჯგუფიც მაღალ დონეზე შეასრულებს ამოცანებს და ივლისში დაბრუნდება საქართველოში, როდესაც უკვე მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დასრულდება. ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენ ვართ ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის პროცესის წევრები და 2014 წლიდან აქტიურად ვართ ჩართულები ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო მისიებში აფრიკაში. ახლაც, ჩვენი ერთი ოფიცერი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის მისიაში მალიში,“ - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ. ქართველი ჯარისკაცების გადასროლასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ ხარჯს ფრანგული მხარე და ევროკავშირი ფარავს. ქართველი სამხედროების პირველი ჯგუფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მრჩეველთა მისიაში ჩასართავად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)