22:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 16:06:13, 5317 ნახვა

საზოგადოება
სოციალურად დაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვი ირიცხება, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში სოციალურად დაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვი ირიცხება, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა.

ომბუდსმენის განცხადებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 463 122-ს შეადგენს.

"სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას.

2025 წელს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 307 607 პირს. აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა 463 122 მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, 2025 წლის მონაცემებით, "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა.

სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების ზრდის მიზეზების დასადგენად აუცილებელია მონაცემების სისტემური ანალიზი, რათა შეფასდეს ბავშვთა სიღარიბის მასშტაბი და განისაზღვროს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა.

სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი. ამის გამო, ქვეყანაში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან". - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics