|
2026-03-19 12:08:53, 1247 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: კვირას ჩატარდება საგანგებო ლიტურგია და მსოფლიო პატრიარქი აღავლენს მსახურებას
გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე - გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს,- ამის შესახებ დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კვირას, აღევლინება საგანგებო ლიტურგია, უწმინდესობას კი სწორედ ლიტურგიის შემდგომ დაკრძალავენ. „ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც მოიცვა თითქმის ყოველი ქრისტიანი. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მწყემსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიისთვისაც. ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია. თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც მას, რა თქმა უნდა, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენენ ამ მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად, ჩამოვლენ სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი სულ მალე. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოხდება კვირას, როდესაც აღევლინება საგანგებო ლიტურგია. კვირა დღე არის დიდი მარხვის მეოთხე კვირიაკე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოანე სინელის ხსენებას და სწორედ ეს იქნება ის დღე, როდესაც მოხდება მისი უწმინდესობის დაკრძალვა ლიტურგიის შემდგომ. ახლა გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, თქვენ ალბათ დაინახეთ, რომ ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო და ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე - ასევე, ის თუ რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს გამავალი ხალხი. ყველაფერი არის უკვე ძალიან წესრიგში მოყვანილი”, - განაცხადა დეკანოზმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)