|
2016-03-30 18:52:04, 889 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო კურსს იწყებს
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო კურსს იწყებს. წელს პირველად აბიტურიენტებს თავდაცვის ანალიზის სპეციალობაზე მიიღებენ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამის დეტალებზე დღეს თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. აკადემიის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს სამაგისტრო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)