22:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-15 13:27:08, 1442 ნახვა

სამართალი
პოლიციელს, რომელმაც 16 წლის ბიჭზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადა, პატიმრობა შეეფარდა

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს, რომელმაც 16 წლის ბიჭზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ლუკა ხურცილავაა. პროკურორის განცხადებით, მან ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

 პოლიციელი 13 თებერვალს დააკავეს.

 "თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიებები, არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა, მისი იდენტიფიცირების მიზნით.

პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე. ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ, იცოდა რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას ჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის მიუხედავად,ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

რისთვისაც, ლ.ხ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა." | აცხადებს პროკურატურა

 ლუკა ხურცილავას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ძალადობაში სხვა პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, თუმცა ისინი არ დაუკავებიათ და ისევ თანამდებობებზე რჩებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics