00:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 10:40:01, 1301 ნახვა

სამართალი
ერთ თვეში რეჟიმმა სუს-ში ხელფასი მეორედ გაზარდა, მათ შორის მდინარაძის ხელფასი - ₾15 945-მდე

ამ წელს უკვე მეორედ გაიზარდა სუს-ის თანამშრომელთა ხელფასი - შესაბამის დადგენილებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

 4 თებერვლის 41-ე დადგენილების მიხედვით, ცვლილება შევიდა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა და ხელფასზე დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის 387-ე დადგენილებაში. დოკუმენტის მიხედვით დადგენილება 1 თებერვლიდან შევიდა ძალაში.

მაგალითად, მდინარაძის ხელფასი იანვარში იყო 15 170 ლარი (ეს თანხა როგორც საჯარო მოსამსახურეს, 10%-იანი ნაზრდის შედეგადაა), თებერვალში კი 15 945 ლარს მიიღებს - აქედან 255 ლარი წოდებისთვის განკუთვნილი ბონუსია (ბოლოს უსაფრთხოების მაიორად დააწინაურა კობახიძემ).

მდინარაძის პირველ მოადგილეს, ლაშა მაღრაძეს ხელფასი 13 370 ლარიდან 14 995 ლარამდე გაეზარდა. დანარჩენ სამ მოადგილეს კი 12 230-დან 13 385 ლარამდე.

სახელფასო ანაზღაურება შეიცვალა ასევე უწყების ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და დეპარტამენტებშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics