01:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-23 19:42:34, 1404 ნახვა

სამართალი
საერთაშორისო გამჭირვალობა - ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაპატიმრებას გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.

"დღეს ივანიშვილის მორჩილმა სასამართლომ, პირველად თავის ისედაც არცთუ სასახელო ისტორიაში, რამდენიმე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა. ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო პროტესტის 5 მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. 

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ამკვიდრებს ახალ პრაქტიკას, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე.

მოსამართლეებს, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს ან მომავალში გამოიტანენ,  ვერასდროს ექნებათ გამართლება. მათი არგუმენტები  რომ „ასეთია კანონი“ ვერასდროს იქნება გაზიარებული, როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მრავალი საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო. გარდა იმისა, რომ მათ შეეძლოთ შეეწყვიტათ საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო, ასევე შეეძლოთ შეეჩერებინათ საქმის განხილვა და შესაბამისი წარდგინებით მიემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როგორც ამას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი". - წერს TI.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics