02:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-28 17:40:06, 9864 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობას მოითხოვდა.

ადვოკატის მტკიცებით კი, ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა.

ადვოკატი დაკავებულების მიმართ 10 000 - 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და პატიება ითხოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics