02:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 13:25:16, 10227 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ინფორმაციისა და პრაქტიკული რესურსების გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 24 დეკემბერს გაიმართება პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე - AI-ის გამოყენება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის.

ვორქშოპს გაუძღვება ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი. 

შეხვედრაზე მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ შეიძლება AI-ის დახმარებით ყოველდღიური სამუშაო პროცესების გამარტივება, დროისა და რესურსების ოპტიმიზაცია და კონკრეტული ბიზნეს ამოცანების ავტომატიზაცია.

შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში — სპიკერი დამსწრეებთან ერთად ავტომატიზაციის workflow-ს ადგილზე ააწყობს. ამასთანავე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან შეკითხვები და განიხილონ საკუთარი ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები.

ღონისძიება 24 დეკემბერს, 17:00 საათზე,  საქართველოს ბანკის 4B ფილიალიში, ალ. ყაზბეგის . №15-ში გაიმართება.

საქართველოს ბანკი ბიზნეს 360˚ პლატფორმის ფარგლებში საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. პლატფორმის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წვდომა  აქვს ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ინფორმაციაზე - ბიზნესკურსების, რეგულარული ვორკშოპების, კვლევითი რესურსების და სხვა პროექტების გზით.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics