11:02 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 10:16:16, 6942 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: არც დე-იურე, არც დე-ფაქტო არ ვაღიარებთ დონბასს რუსეთის ტერიტორიად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას და აშშ-ს ტერიტორიებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა, ის იმედს გამოთქვამს, რომ აშშ მოლაპარაკებებში კომპრომისის პოვნას ხელს შეუწყობს. 

აქვე, ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ განიხილება ტერიტორიული საკითხი, თუმცა, აღნიშნავს, რომ უკრაინის პოზიცია დონბასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთს სურს პრაქტიკული, რეალისტური და სამართლიანია - უკრაინა "არც დე-იურე, არც დე-ფაქტო დონბასს რუსულად არ აღიარებს".

"თქვენ იცით, რომ [რუსებს] დონბასი სურთ. ჩვენი პოზიცია პრაქტიკული, რეალისტური და სამართლიანია, მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე – არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა... ჩვენ არც დე-იურე, არც დე-ფაქტო არ ვაღიარებთ დონბასს რუსეთის ტერიტორიად - დროებით ოკუპირებულ ნაწილად. თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხს. იცით, ეს მთავარია. ჩვენ ჯერ კონსენსუსი არ გვაქვს", - ამბობს ის. 

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ამერიკელებს სურთ კომპრომისის მოძებნა და მათი წინადადება - თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. აქვე დასძენს, რომ მსგავსი ზონა არ ნიშნავს, რო მას რუსეთმა უნდა უხელმძღვანელოს.

უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ დოკუმენტების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გაიმართება.

მან ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თვითმრფინავში უკრაინული მედიასაშუალებების კითხვების პასუხად მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინული დოკუმენტის დასრულების შემდეგ, უახლოეს დღეებში აშშ-ის მხრიდან რუსეთთან კონსულტაციების გამართვაა მოსალოდნელი. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა რეფერენდუმთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც და თქვა, რომ ამჟამად არ მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, თუმცა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის მთავრობა მზადაა არჩევნებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics