|
2025-12-10 20:34:38, 1274 ნახვა
პოლიტიკა
Minval: თბილისის სატარიფო დემარშის პასუხად, ბაქო სომხეთამდე რკინიგზის აღდგენას განიხილავს
აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედია Minval Politika წერს, რომ "თბილისის სატარიფო დემარშზე პასუხად, ბაქო სომხეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის აღდგენას განიხილავს". მანამდე, მედია წერდა, რომ საქართველომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტისთვის არარეალურად მაღალი ტარიფი მოითხოვა. ამ ინფორმაციის პასუხად, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება. Minval Politika აღნიშნავს, რომ მისმა მანამდე გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ ქართული ოცნების ხელისუფლება აიძულა, მისთვისვე პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი რეაგირება მოეხდინა, საუბარია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე და წერს: "თუმცა მსგავსი ერთჯერადი გადაწყვეტილებები არ ხსნის მთავარ კითხვას: როგორია თბილისის რეალური პოზიცია გრძელვადიან ტარიფებსა და საბაჟო მოსაკრებლებთან დაკავშირებით? და მთავარი – ვისი ინტერესები აყალიბებს ასეთ პოლიტიკას, რომელიც ასე მოულოდნელია ქვეყნისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეყრდნობოდა ბაქოს მხარდაჭერას და სტრუქტურულ სარგებელს იღებდა თავისი სატრანზიტო ადგილმდებარეობიდან?", - ვკითხულობთ სტატიაში. Minval Politika-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ალტერნატიული ლოგისტიკური ღერძის ფორმირების მიმართულებით. “საბჭოთა პერიოდში არსებობდა სარკინიგზო ხაზი, რომელიც ბაქოს გაზახთან აკავშირებთან, შემდეგ კი იჯევანის მიმართულებით გრძელდებოდა. დღეს ბაქო განიხილავს ამ მონაკვეთის – თანამედროვე გაზახიდან სომხეთთან პირობით საზღვრამდე აღდგენის შესაძლებლობას. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს უკვე წინასწარი შეფასება: სწავლობენ ტექნიკურ პარამეტრებს, ღირებულებასა და ვადებს, თუ რა შეუძლია შესაძლო აღდგენას, რაც სატრანზიტო ნაკადის ნაწილს საქართველოს დამოკიდებულებიდან გამოიყვანს”, - წერს აზერბაიჯანული მედია. ამასთან, Minval Politika-ს ინფორმაციით, განიხილება სრული საავტომობილო მარშრუტების ვარიანტიც. "დღეს თბილისის წინაშე დგას მარტივი არჩევანი: ან ჩაერთოს ახალი რეგიონული თანამშრომლობის მოდელში, ან უყუროს, როგორ ყალიბდება მარშრუტები, რომლებშიც მისი მონაწილეობა საჭირო აღარ არის. ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც დროულად აცნობიერებენ ცვლილებებს, აძლიერებენ საკუთარ სუბიექტობას; ისინი, ვინც ძველ მექანიზმებს ეჭიდებიან, გარდაუვლად კარგავენ მას", - ვკითხულობთ სტატიაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)