|
2025-12-10 11:48:18, 1042 ნახვა
პოლიტიკა
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საბა სხვიტარიძის საქმე წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტის მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის მაგალითს
საბა სხვიტარიძე, ისევე, როგორც სამოქალაქო პროტესტების ათეულობით სხვა მონაწილე, დაისაჯა იმიტომ, რომ იგი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში და მათ ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე განცხადებით, სიყალბის მასშტაბი, რომელიც პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს მიერ იქნა დაშვებული საბა სხვიტარიძის საქმეზე, მიუთითებს, რომ ის სინდისის პატიმარია. როგროც ორგანიზაცია აღნიშნავს, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რადგან ეფუძნება ბრალდების საეჭვო მტკიცებულებებს - მათ შორის, პოლიციელების ცრუ ჩვენებებსა და გაურკვეველი წარმოშობის არაავთენტიკურ ვიდეო მასალას, მთლიანად უგულებელყოფს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ, ბრალდების გამაბათილებელ მტკიცებულებებს და, ამდენად, ეწინააღმდეგება სამართლის იმ პრინციპებს, რომლებზეც მოსამართლემ თავად მიუთითა თავის განაჩენში. „საბა სხვიტარიძის საქმე წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტის მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის მაგალითს. 2025 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი დაუსაბუთებელია და ეფუძნება ცრუ ჩვენებებსა და საეჭვო ვიდეომასალას. სხვიტარიძე ცნობილი იყო როგორც პოლიტიკური პარტიის „ახალის“ წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო და ანტირუსულ აქციებში. საქმის მიმდინარეობისას პროკურატურამ თავდაპირველად სხვიტარიძეს წაუყენა მძიმე ბრალდება — პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც 7-11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რაც პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია. მოგვიანებით, ბრალდება გადაკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულზე. მაგრამ გვიანდელი ბრალდება ისევე თვითნებური და უკანონოა, როგორც თავდაპირველი. სასამართლომ ვერ დაიცვა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპები — უდანაშაულობის პრეზუმფცია, მტკიცებულებათა შეფასების მიუკერძოებლობა და ეჭვის შემთხვევაში ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე, უგულებელყო ინფორმაცია სხვიტარიძის პოლიციაში ფიზიკური ძალადობის შესახებ. სასამართლომ განაჩენის საფუძვლად გამოიყენა პოლიციელთა იდენტური და ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩვენებები, ფოტოსურათით ჩატარებული ამოცნობა და სოციალური ქსელიდან აღებული ვიდეოჩანაწერი, რომლის წარმომავლობა და ავთენტიკურობა არ დადასტურდა. ვიდეომასალაზე აღბეჭდილი პირი არ არის საბა სხვიტარიძე და სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუშვებელი მტკიცებულებები დაუდო. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა დაცვის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც სხვიტარიძის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ. ამდენად, საქმე აღიქმება როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპოზიციური აქტივისტის მიმართ და ასახავს სისტემურ პრობლემებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. სიყალბის მასშტაბი, რომელიც პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს მიერ იქნა დაშვებული ამ საქმეზე, იმაზე მიუთითებს, რომ საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული მასალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)