|
2025-12-09 13:09:07, 944 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ამბობს, რომ არ უნახავს BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტი, რომელსაც აკრიტიკებს
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებს და "საძაგლობას" უწოდებს BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს, ამბობს, რომ სიუჟეტი არ უნახავს. "[სუს-ის გამოძიებით] გაეცა პასუხი იმ საძაგლობას, რაც ჩვენ მოვისმინეთ BBC-სგან, რომელ საძაგლობასაც აყვნენ ქართველი მოღალატეები, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოვიყენეთ... ეს არის ზუსტად გებელსისეული პროპაგანდა", - ამბობს ის. ჟურნალისტებთან საუბრისას მან სუს-ის გამოძებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, გამოიძიონ შემდეგი - "ვინ მოიფიქრა ეს ტყუილი, რატომ მოიფიქრა, ვინ უწყობდა ხელს ამას, ვინ თანამშრომლობდა საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმეში". კითხვაზე, რა ნივთიერება გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს პროტესტის მონაწილეების დასაშლელად 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის გამოძიება ახსენა, რომელიც მხოლოდ 4-5 დეკემბერს გამოყენებულ ნივთიერებებზე მიუთითებს. 6 ნოემბერს სუს-მა განაცხადა, რომ ამ BBC-ის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დასრულდა - კერძოდ, თქვა, რომ 4-5 დეკემბრის პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენეს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, იგივე ცრემლსადენი გაზი, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით. "როცა გამოიყენეს, რა გამოიყენეს, ეგ გითხრეს, საბოლოო ჯამში. რაც იქნა გამოყენებული, ამაზე იყო საუბარი. თუკი რაიმე საშუალება იყო გამოყენებული, ყველაფერი იყო ნათქვამი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)