|
2025-12-05 19:41:37, 9367 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
60 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი, 3-ჯერ გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა და პარტნიორი ობიექტების ბრუნვა- ასეთია თიბისის წლევანდელი შავი პარასკევის შეთავაზების შედეგები. წელს ბრენდმა მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, შეეძინათ იმაზე მეტი, ვიდრე სხვა დროს, Black Friday-ზე იძენდნენ ხოლმე. 28 ნოემბერს- ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელებმა, ჯამში 60 ათასმა მომხმარებელმა, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებითი 30%-იანი ქეშბექით ისარგებლეს. მომხმარებლებს ქეშბექი მომენტალურად უბრუნდებოდათ, რაც შოპინგის გაგრძელების და კიდევ მეტი ნივთის ყიდვის შესაძლებლობას აძლევდათ. წინასასკოლო სეზონი, შავი პარასკევი, ახალი წელი…. – ეს ის პერიოდები და თარიღებია, რომლებსაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალფეროვან შეთავაზებებს მიიღებენ. იმისათვის, რომ შეთავაზებები ყველა ტიპის მომხმარებლის ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით შექმნას, თიბისის ლოიალობის გუნდი თითოეულ კამპანიას საგულდაგულოდ, რამდენიმე თვით ადრე, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გეგმავს. "ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა, ჯერ კიდევ, სანამ კამპანიას დავიწყებდით, თუ რომელ ობიექტებში სურდათ შეთავაზება გვქონოდა - მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა მათგანის სურვილი გაგვეთვალისწინებინა, შედეგად, ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ. ყველას მოეწონა შეთავაზებები - კარგი ფასდაკლება, პლუს ქეშბექი", - ანა ორბელაძე, თიბისის ლოიალობის პროგრამის ბრენდ მენეჯერი. შავი პარასკევის შეთავაზებების დროს გაიზარდა თიბისის პარტნიორი ბიზნესების საშუალო დღიური ბრუნვაც, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიბისი მსგავსი კამპანიებით მნიშვნელოვნად აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესების საქმიანობასაც.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)