06:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 12:55:35, 2484 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მოქალაქეების ორი სხდომა ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 15 პირის პროცესი, რომლებიც ბრალდებულები არიან ღობის საქმეზე. მოსამართლეა ვალერიან ბუგიანიშვილი. საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მოქალაქეების ორი სხდომა ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.

ბრალდებულები არიან ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფში პროკურორები არიან: თამარ იაკობიძე და ლაშა ცქვიტარია. 

პროკურორი თამარ იაკობიძე იყო პროკურორი რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის:  ლაზარე გრიგორიადისის საქმე, 5 ივლისის მოვლენების საქმეები, ანატოლი გიგაურის საქმე, საბა ჯიქიას საქმე. 

ბათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics