06:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-26 17:00:27, 2077 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის კამპანიები Epica Awards-ის შორთლისტში მოხვდა

საქართველოს ბანკის კამპანიები პარტნიორ სააგენტოებთან ერთად კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო კრეატიული დაჯილდოების შორთლისტში. კერძოდ, Epica Awards-მა, რომელიც  მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სფეროს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი დაჯილდოებაა, ბანკის კამპანიები შორთლისტში,  ისეთ კატეგორიებში დაასახელა როგორიცაა:

  • Cultural Insights-  Kupata’s Legacy; 
  • Influencer & Creator Marketing- Kupata’s Legacy;
  • Publication Design- SUPERMARKET "Iveria - Independence issue"
  • Websites- Windfor's "Blood | Bank of Georgia"

აღსანიშნავია, რომ Epica Awards-ი მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სფეროს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი დაჯილდოებაა. ის პირველად 1987 წელს ჩატარდა და დღესდღეობით, 60 ქვეყნის წამყვანი გამოცემების 200 რედაქტორს აერთიანებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სააგენტოებს, დიზაინ სტუდიებს, ფროდაქშენ კომპანიებს, ციფრულ მარკეტერებს და საკომუნიკაციო სფეროს, პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელს. წლევანდელი Epica Awards-ის სრული შორთლისთის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.  

ინფორმაციისთვის, Epica Awards-ის ოქროსა და გრან პრის გამარჯვებულები 2025 წლის 16 დეკემბერს, ონლაინ ღონისძიების დროს გამოვლინდებიან. რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს გამარჯვებულებს, მათი ვინაობა Epica Awards-ის ვებგვერდზე, 17 დეკემბერს გამოქვეყნდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics