|
2025-11-20 15:18:47, 1131 ნახვა
ეკონომიკა
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია - Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ევროპული ავიაკომპანია, ნორვეჯიანი - Norwegian შემოდის. ნორვეგიის ყველაზე დიდი და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის ზაფხულიდან იფრენს. ისტორიაში პირველად, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2026 წლის 27 ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Norwegian-თან პროაქტიული მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა. 2024 წელს დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი გზით 32,384 მგზავრმა ისარგებლა. ჯამურად კი, სკანდინავიის ქვეყნებიდან 2024 წელს საქართველოს 22,552 ვიზიტორი ეწვია. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და მგზავრთა გადაყვანის მიხედვით, ევროპაში სიდიდით მეოთხე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. Norwegian 2021 წელს Skytrax-ის მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა. ბილეთების შეძენა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)