|
2025-11-14 10:22:34, 1128 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარია მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომის მიზნით სასტიპენდიო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შექმნა, რომლის მიღებაც მათ 4 პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შეუძლიათ. სტიპენდიაზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: სტიპენდიის გამარჯვებულებს უნივერსიტეტები მათ მიერ შედგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ავლენენ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ირიცხება პარტნიორ უნივერსიტეტებში. საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, ის შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება; სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება; საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA), სამოტივაციო წერილის და უნივერსიტეტის მიერ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული სასტიპენდიო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)