|
2025-11-14 09:28:04, 1151 ნახვა
ეკონომიკა
Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
საუკეთესო სერვისი, დეტალებზე ორიენტირებულობა, მომხმარებელზე ზრუნვა და პროფესიონალიზმი - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დამსახურებითაც Europcar Georgiaაღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო კომპანიად დასახელდა და World Luxury Travel Awards 2025-ის ჯილდოც მიიღო. WLTA ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოებაა. რაც შეეხება Europcar Georgia-ს, კატეგორიაში Best Car Rental Company in Eastern Europe კომპანია 5 ფინალისტს შორის გამოარჩიეს. ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს საოპერაციო დირექტორი: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ჯილდო ტურიზმის სფეროში. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წარმატება ეფუძნება მომხმარებლების უკუკავშირს - მომსახურების მიღების შემდეგ ტურისტები და ვიზიტორები ხმას აძლევენ მათთვის რჩეულ, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდებს სხვადასხვა სფეროში და სწორედ ამ შეფასებების შედეგად ვლინდება გამარჯვებულიც. აქედან გამომდინარე, მიღწეულ შედეგსა და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს მიუძღვით. ამასთანავე, Europcar Georgia-ს გამარჯვება ასახავს თანამშრომელთა შრომის შედეგებს, რაც დიდი სტიმულია გუნდისთვის, შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები“. Europcar, რომელიც საერთაშორისო კომპანიაა, კონკურსში სხვადასხვა კონტინენტიდან, სხვადასხვა კატეგორიაში მონაწილეობდა. გამარჯვება კი მხოლოდ 7 ქვეყნის წარმომადგენლობამ, მათ შორის საქართველომ, Europcar Georgia-მ მოიპოვა - მომსახურების ხარისხის, ბრენდის იმიჯის, ავტომობილების მდგომარეობისა და შეფასების სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. World Luxury Travel Awards, რომელსაც „ტურიზმის ოსკარს“ უწოდებენ, წელიწადში ერთხელ იმართება და ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებს, ავიაკომპანიებსა და სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს. დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულები 100-ზე მეტ კატეგორიაში ვლინდებიან. ხმის მიცემის პროცესი აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა და მსოფლიოს მასშტაბით, საცალო მომხმარებლებთან ერთად, მასში თავად ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სფეროსთან დაკავშირებული ამა თუ იმ პროდუქტითა თუ სერვისით სარგებლობენ. მოპოვებული ჯილდო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ბრენდების რეპუტაციის ამაღლებაში და ხელს უწყობს მომხმარებლების ლოიალობის ზრდას. -- Europcar Georgia,,თეგეტა ჰოლდინგში“შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოში პირველად, Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)