02:47 - 16 Aug, 2026
|
2025-11-13 11:50:03, 1386 ნახვა
ეკონომიკა
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ექსპორტმა 684.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით, ანუ 2.9 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ჯამურ მაჩვენებლებს, ექსპორტი ამ პერიოდში 5.83 მილიარდი დოლარი იყო, რაც 6.8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში იმპორტი 3%-ით, ანუ 45.9 მილიონი დოლარით შემცირდა და 1.46 მილიარდი დოლარი შეადგინა. 10 თვეში იმპორტმა ჯამურად 15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს, საიდანაც გახდება ცნობილი უშუალოდ რა საქონლის ექსპორტი გაიზარდა გასული თვის განმავლობაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)