|
2025-11-12 14:52:28, 1009 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ამჯერად, იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა. მაღაზია ილია ჭავჭავაძის გამზირზე №37მ, Axis Tower-ში მდებარეობს. Principe იტალიური მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია, რომელიც მოდის ინდუსტრიაში 60 წელზე მეტია ოპერირებს და საერთაშორისო პრემიუმ ხარისხის ბრენდებს აერთიანებს. მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა HUGO BOSS BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI და POLICE.
კოლექციები ძირითადად მოიცავს ტყავის ნაწარმს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
საქართველოში Principe-ს ექსკლუზიურად წარადგენს კომპანია Gtex-ი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით წარმოადგენს 8 საერთაშორისო ბრენდს, 35 ფილიალითა და 300-ზე მეტი თანამშრომლით. „PRINCIPE მულტიბრენდული კონცეფციის მაღაზიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდებს აერთიანებს. აღნიშნული ბრენდები მსოფლიო მასშტაბით უკვე დამკვიდრებულია პრემიუმ სეგმენტში და გვჯერა, რომ მაღაზია ქართულ ბაზარზეც მოიპოვებს წარმატებას. სამომავლოდ ვმუშაობთ ისეთი ახალი ბრენდების შემოყვანაზე, რომლებიც მიეკუთვნება როგორც affordable luxury სეგმენტს, ისე mass market-სა და სპორტული ხაზის მიმართულებებს. საქართველოს ბანკი მრავალი წელია ჩვენი სტრატეგიული ფინანსური პარტნიორია. ყველა მნიშვნელოვან პროექტში გვიდგას გვერდით და სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება”,- განაცხადა ქეთევან რამიშვილმა, კომპანია Gtex-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბიზნესებთან პარტნიორობა, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანითა და ახალი შესაძლებლობების შექმნით ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კომპანია Gtex ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორია, 10 წლის განმავლობაში მრავალი პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც ქართულ ბაზარზე არაერთი საერთაშორისო ბრენდი შემოვიდა. მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება და თბილისში კიდევ ერთი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების მაღაზია გაიხსნა. მსგავსი ინიციატივები საცალო ვაჭრობის სექტორს მნიშვნელოვნად აძლიერებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს სთავაზობს”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)