|
2025-11-10 17:34:50, 1089 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა PWM/The Banker-ისგან ქვეყანაში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკმა კიდევ ერთ გლობალურ დაჯილდოებაზე გამარჯვება მოიპოვა. ბანკი საერთაშორისო გამოცემების The Banker-ისა და Financial Times-ის ჯგუფის წევრი Professional Wealth Management (PWM)-ის 2025 წლის პერსონალური საბანკო მომსახურების დაჯილდოებაზე ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა. დაჯილდოება 2009 წლიდან იმართება და იგი ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებსა და წამყვან პოზიციებს აღიარებს. “მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდოს მფლობელი გახდა. ჩვენ პერსონალიზებულ, ყოვლისმომცველ პროდუქტებსა და სერვისებს ვქმნით მომხმარებლებისთვის, რომლებიც სრულყოფილებისა და ინოვაციურობისკენ მიისწრაფვიან. საქართველოს ბანკის Wealth Management და SOLO მიმართულებებით, უახლეს საბანკო ტრენდებს ვნერგავთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით კი პერსონალური საბანკო მომსახურება უწყვეტ, ხელმისაწვდომ, მსოფლიო დონის გამოცდილებად ვაქციეთ“, - აცხადებს ეთუნა ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. ინფორმაციისთვის, გლობალური პერსონალური საბანკო მომსახურების დაჯილდოების მონაწილეებს ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში მოღვაწე, ინდუსტრიის 23 ექსპერტი აფასებს. გამარჯვებულები კი ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების, საინვესტიციო მოდელებისა თუ გაუმჯობესებული მომსახურების კრიტერიუმების საფუძველზე ვლინდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)