|
2025-10-31 10:44:49, 807 ნახვა
ეკონომიკა
„როგორ გავზარდოთ გაყიდვები“ - საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის Ads მენეჯერის შესახებ ვორკშოპს გამართავს
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 7 ნოემბერს, 18:00 საათზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Ads მენეჯერის პლატფორმის შესახებ ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი „როგორ გავზარდოთ გაყიდვები Ads მენეჯერით შავი პარასკევისთვის” პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში განხორციელდება. შეხვედრას საქართველოს ბანკის Digital Product Owner, ნინო ნოზაძე გაუძღვება. ვორკშოპი ონლაინ ფორმატში, Zoom-ში გაიმართება, რომლის დროსაც მონაწილეები გაიგებენ, როგორ შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის ზრდისთვის Ads მენეჯერის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. შეხვედრაზე განხილული იქნება პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალები და შეთავაზებების შექმნის პროცესი. რაც მთავარია, მონაწილეები შეიტყობენ, როგორ შეუძლიათ Ads მენეჯერის პლატფორმით შექმნან და საკუთარ მომხმარებლებს წარუდგნინონ შავი პარასკევის შეთავაზებები. აღსანიშნავია, რომ შავი პარასკევისთვის, 23 ნოემბრამდე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შესაძლებელია 10X და 50X PLUS ქულების დაგროვების შეთავაზების შექმნა, რომელიც სრულად საქართველოს ბანკისგან დაფინანსდება. შეხვედრაზე დასასწრებად შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე. ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური პლატფორმაა, რომლითაც ბიზნესს შეუძლია ხმა მიაწვდინოს 1 700 000-ზე მეტ მომხმარებელს ბანკის არხებში - SMS-ით, სოციალური მედიით, მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამასთანავე, გააანალიზოს ბიზნესის ანალიტიკა და შექმნას Cashback-ის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზებები.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)