|
2025-10-30 12:30:11, 1092 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance
Global Finance-ის 26-ე ყოველწლიურ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკმა“ კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა - ბანკი გახდა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე „საქართველოს ბანკმა“ ჯამში ექვს ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო. “ციფრული პროდუქტების განვითარება საქართველოს ბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ხედვა სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას ეფუძნება. შედეგად, მაქსიმალურად ვცდილობთ, ციფრულ არხებში განვავითაროთ ის პროდუქტები და სერვისები, რომელთაც აქამდე მომხმარებელი ფილიალში იღებდა. ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, მილიონობით მომხმარებელს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ,“ – აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. Global Finance-ის გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო და ტექნოლოგიური ლიდერი კომპანიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, ხოლო საბოლოო სია გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)