|
2025-10-28 15:48:10, 1163 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის YouTube გადაცემა “კრეატორზე”?
ქართველი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკმა პირველი მასშტაბური ქართული რეალითი შოუ – Creator-ი დაიწყო. პროექტის მიზანი YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი მაყურებლების მოზიდვა, კრეატორების მხარდაჭერა და მათი წახალისებაა. ამასთან, პროექტის მთავარი ღირებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც მოიცავს. მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ჟიურის წევრები შესრულებული დავალების საფუძველზე მონაწილეებს გაუზიარებენ უკუკავშირს და რჩევებს, რაც არა მხოლოდ უშუალოდ მონაწილეებს, არამედ მაყურებლებსაც განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარება. შესარჩევ ეტაპზე უკვე შემოვიდა 500-მდე განაცხადი, რომელთაგან ჟიურის წევრებმა 24 მონაწილე შეარჩიეს. პროექტის ფორმატი ასეთია: “კრეატორის” პირველ ეტაპზე 24 მონაწილე შეირჩა, თუმცა, პროექტში ასპარეზობას მხოლოდ 8 გააგრძელებს. 7 ტურის განმავლობაში მონაწილეები შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ნახევარფინალიდან კი მონაწილეების შეფასებაბის კრიტერიუმს დაემატება ხალხის ხმაც (ნახვები და ლაიქები). მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს დავალების მიხედვით საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს. თვალი ადევნე პირველ, მასშტაბურ YouTube რეალითი შოუს საქართველოს ბანკის ახალ YouTube გვერდზე.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)