|
2025-10-17 17:04:49, 1006 ნახვა
ეკონომიკა
დაიწყეთ მზადება თბილისის წიგნის დღეებისთვის - ღონისძიების გენერალური სპონსორია BOG
14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართება. ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:
ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ. ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან. ღონისძიებაზე მეტი დეტალის გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს. საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)